ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი 17 იანვარს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და მასუდ პეზეშკიანი ხელს მოაწერენ რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, ასევე გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.