ფიზიკური დაპირისპირება დუბაიში ქართველებს შორის – საქმეში პოლიცია ჩაერთო

აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ წევრებსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეში პოლიცია ჩაერთო. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მომხდართან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაბიტაშილის მეგობარი ავრცელებს:

,,მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ – ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს ფეისბუქი. გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც.

ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ.

წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია)”, – წერს ნიკა ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

 

 

მსგავსი თემები