რუსეთის მხარეს და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოეთკორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დასახიჩრდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი ამბობს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ ჯარისკაცებს მოუწოდა თავი მოიკლან, რათა ტყვედ არ ჩავარდნენ.
ტყვედ ჩავარდნილ ჩრდილოეთკორეელებს სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი ჯერ არ გამოუხატავთ, თუმცა ოფიციალური სეული მზად არის ითანამშრომლოს კიევთან, თუ ასეთი თხოვნა იქნება.