ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტი მოიწონა და დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც დასამტკიცებლად ტაილანდის პარლამენტს გადაეგზავნება, კაზინოების და აზარტული თამაშების მოწყობა დიდ გასართობ კომპლექსებში იქნება შესაძლებელი.

Reuters-ის ცნობით, კაზინოების და აზარტული თამაშების მოწყობა ტაილანდში აკრძალულია, მაგრამ არალეგალური ტოტალიზატორები და სხვა სახის ლატარიები მაინც იმართება. ქვეყანაში ლეგალური მხოლოდ ცხენის ჯირითი და სახელმწიფო ლატარიაა.

სააგენტოს ინფორმაციით, ტაილანდის მეზობელ ქვეყნებში, კამბოჯაში, სინგაპურში, ფილიპინებზე, ლაოსსა და მიანმაში კაზინოები და აზარტული თამაშები დაშვებულია, რაც მათ დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღებაში ეხმარება.

წინასწარი გათვლებით, კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზება ქვეყანაში დამატებით 9 ათასიდან 15 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის.

მსგავსი თემები