,,პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს.

„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის, როგორც ქვეყნის, მომსახურებას, სადაც ჰიპოთეზურად, შესაძლებელია კონტაქტების დამყარება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არანაირი არსებითი მზადება არ მიმდინარეობს.

არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნება საჭირო და მიზანშეწონილი“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ქვეყნების განცხადებებზე მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით.

პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.

მსგავსი თემები