,,რკინის ჯებირების” საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების პროცესი ისევ გადაიდო

,,რკინის ჯებირების” საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების პროცესი ისევ გადაიდო. უფლებადამცველები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. ადვოკატები მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს დანაშაული, მითუმეტეს ჯგუფურად არ ჩაუდენიათ.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ომარ ოკრიბელაშვილს სურს საპროცესო შეთანხმება შედგეს ადვოკატსა და პროკურორს შორის. ეს შუამდგომლობა პირველად გაჟღერდა 8 თვიანი პატიმრობის განმავლობაში. შესაბამისად მოსამართლემ, პროკურორმაც და ადვოკატმაც პროცესის გადადებაზე ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება. შემდეგი სასამართლო პროცესი 20 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

მსგავსი თემები