,,ბაბილოსთან” დაკავებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო

რესტორან ,,ბაბილოსთან” საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, დანიელ ბუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.

,,დანიელ ბუკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება, რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად შიმშილობს”, – თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რესტორან ,,ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეებმა კორპორატიული წვეულება გამართეს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავეს, მათგან 4 ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები