ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 დრონს აგზავნის“, – ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე საკალიენემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ბოლო სხდომაზე ასევე დამტკიცდა სახელმწიფო აქტივების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეამცირებს უკრაინისთვის დახმარების გადაცემის პროცესში ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯულ დროს.

მსგავსი თემები