,,პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა”, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშიმ განაცხადა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, რაც უკრაინული იაფი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტსაც უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, პოლონური საზოგადოება დაღლილია და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობენ“, – თქვა კოსინიაკ-კამიშმა.