,,მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ” – ლანდსბერგისი პაპუაშვილს

,,მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ”, – ასე ეხმაურება X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ: ,,საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია”.

,,მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს მსგავს სიტუაციებში გამარჯვების ისტორია აქვთ”, – წერს ლანდსბერგისი.

,,ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია” – შალვა პაპუაშვილი

მსგავსი თემები