აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს.
„გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“- წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.