უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის მე-2 გვარდიის კომბინირებული შეიარაღების არმიის სამეთაურო პუნქტზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული პუნქტი, დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში მდებარეობდა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ავლენენ კოორდინაციისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მტრის სარდლობისა და კონტროლის რგოლების ძირითადი ობიექტების და სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასა და განადგურებაში“ – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.