“უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ”- მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს რესტორან “ბაბილოსთან” განუცხადა, რომ კორპორატიული წვეულებაა დაგეგმილი.

“მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ – სანქციების არავის ეშინია”- განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ.

„ყველას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. პროტესტის გამოხატვა შეიძლება“- აღნიშნა მან.

რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეები იკრიბებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარებს.

მსგავსი თემები