ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ქალაქებზე, სოფლებსა და ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრების პოზიციებზე ასობით დარტყმა განახორციელეს. მისივე ინფორმაციით, რუსებმა მათ წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში 700-მდე საავიაციო ბომბი და 600-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს.
„რუსეთის ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული არმია ინარჩუნებს უკრაინის დატერორების უნარს და ცაში მისი უპირატესობის გამოყენების უნარს. ამიტომაც გადამწყვეტია ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენთან უკვე დადებული შეთანხმებების შესრულება. ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც „რამშტაინის“ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არის სრულად განხორციელებული“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების მინიჭების შესაძლებლობა განიხილა.