„ნულოვანი ტოლერანტობა ბოროტმოქმედების მიმართ“ – სი ძინპინის მკაცრი გაფრთხილება
“გავაძლიეროთ ჩვენი გადაწყვეტილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი.
დისციპლინური შემოწმების ცენტრალური კომისიის (CCDI) მეოთხე პლენარულ სხდომაზე, მან მთავარი აქცენტი სწორედ კორუფციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა განხორციელდეს
კონკრეტული, მიზანმიმართული და რეგულარული პოლიტიკური ზედამხედველობა.
„პოლიტიკურად აუცილებელია მკაცრი პოლიტიკური დისციპლინისა და წესების დაცვა და არასოდეს დაუშვათ შვიდი სახის გადაცდომის უფლება, რათა ჩვენი საქმეები სიტყვას შეესაბამებოდეს. ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განვითარებას. საჭიროა რეგულარული და გრძელვადიანი დისციპლინური განათლება გაგრძელდეს თანამდებობის პირთა ზრდის მთელ ციკლში და ინტეგრირდეს ორგანიზაციული მართვის მთელ პროცესში“ – აღნიშნა სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა აქცენტი გადაცდომისა და კორუფციის შემთხვევების მკაცრად გამოძიებაზეც გააკეთა.
„აუცილებელია გამოძიება როგორც გადაცდომის, ასევე კორუფციის შემთხვევების. აუცილებელია ყოველთვის გამოიჩინოთ ნულოვანი ტოლერანტობა ბოროტმოქმედების მიმართ, მკაცრად გამოიძიეთ და დაისაჯონ ისინი, ვინც განზრახ არღვევს დისციპლინას“ – აცხადებს პრეზიდენტი.
სი ძინპინმა ქრთამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაცემაც და მიღებაც მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
„აუცილებელია გამოძიება ქრთამის მიმღებისა და ასევე მათ, ვინც ქრთამს სთავაზობს, რომ აღმოიფხვრას ინსტიტუციური კორუფციის ფარული რისკები“ – აღნიშნა სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლაში.