ჩეხეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მოსტში, ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა.
სახანძრო სამსახურის განცხადებით, გამათბობელის გადახურების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რასაც სავარაუდოდ რესტორნის აფეთქება მოყვა.
ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.