“აზერბაიჯანიდან სერბეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერებულია”- სერბეთის პრეზიდენტი

“აზერბაიჯანიდან სერბეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერებულია და უცნობია, როდის განახლდება” – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა.

მისივე განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სერბეთს აზერბაიჯანულმა მხარემ მიაწოდა.

„ჩვენი აზერბაიჯანელი ძმებისა და მეგობრებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ფორსმაჟორული გარემოებებისა და პრობლემების გამო ჩვენ ვერ ვიქნებით იმ 1,7 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმედად, რომელიც ყოველდღიურად მოგვეწოდებოდა“ – განაცხადა ვუჩიჩმა.

​როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება გაზის მიწოდება.

2023 წელს სერბეთმა აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. მთლიანობაში, სერბეთი წელიწადში სამ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყენებს.

მსგავსი თემები