პროკურორმა, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა. მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ სმიტის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ნაწილობრივ განპირობებული იყო ტრამპის დაპირებით, რომ იგი სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა ინაუგურაციიდან „ორ წამში“.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სმიტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ შემწყდარიყო წარმოებული საქმეები. წარდგენილ დოკუმენტში სმიტი აღნიშნავდა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.

ჯეკ სმიტმა ტრამპის წინააღმდეგ ორი ფედერალური საქმე აღძრა – ერთი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვასთან დაკავშირებით, მეორე კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბების მცდელობაზე.

მსგავსი თემები