სეულში ადასტურებენ, რომ უკრაინაში მათი ჯარისკაცები დაატყვევეს

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური ადასტურებს უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს.

„დადასტურდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 9 იანვარს, კურსკის ბრძოლის ველზე, ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დატყვევებულმა ჯარისკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, რუსეთში წვრთნებისთვის გზავნიდნენ.

მსგავსი თემები