5 იანვრიდან ქერჩის სრუტეში მაზუთის დაღვრის შედეგად დაღუპული დელფინების რაოდენობა გაორმაგდა. ინფორმაციას, დელფინების გადარჩენის სამეცნიერო და ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ ავრცელებს.
მათი მონაცემებით, სულ ნაპოვნია 58 მკვდარი დელფინი. ცხედრების მდგომარეობიდან ჩანს, რომ დელფინები დაიღუპნენ არაუმეტეს 3 კვირის განმავლობაში.
ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ნავთობის ჩაღვრის გამო შექმნილი ეკოლოგიური ვითარება შეიძლება გაუარესდეს და დაბინძურების მასშტაბმა მიაღწიოს ისეთ დონეს, როგორიც უკვე დაფიქსირდა კრასნოდარის მხარეში.