“ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და ტერორად აფასებს.

„ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 ადამიანიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა მოქალქე, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. რაც შეეხება „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი თემები