თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მან შესაძლოა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი. როგორც თურქული გაზეთი წერს, ქალაქ შანლიურფაში ჩასულ ერდოღანს ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
„მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე“ – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.