“პოლიციელზე თავდასხმა”- ბათუმში გუშინ 12 ადამიანი დააკავეს

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 ადამიანიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა მოქალქე, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. რაც შეეხება „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს.

ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა – დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.

 

მსგავსი თემები