საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეპრესიები გრძელდება.
„45-ე დღე- დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, დაკავებული აქციის მონაწილეები პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე რჩებიან.
„საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.