“ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო” – გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარია განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს შეიტყო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას მეორე დღეს თავად დაურეკა.

„მეორე დღეს. დრო არ მახსოვს. მე არ მქონია მასთან კომუნიკაცია, მაგრამ შემდეგ დამირეკა მეორე დღეს და ავხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები