სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. ომბუდსმენმა სამართალდამცავებს მოუწოდა, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმადვე, სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.
არსებული ინფორმაციით, წუხელ ბათუმში აქციაზე, მედიის წარმომადგენლები და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.