“მადურო აქებს ივანიშვილის მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს ტოტალიტარული შთანთქმა”- უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებით, „ნიკოლას მადურო აქებს ბიძინა ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას, ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა“. ამის შესახებ კონგრესმენმა ფლატფორმა X-ზე დაწერა.

“მადურო აქებს ივანიშვილის მიმდინარე მცდელობას ბოლომდე მიიყვანოს საქართველოს თავისი ტოტალიტარული შთანთქმა. როგორც მადუროს, ისევე ივანიშვილის რეჟიმები არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის მარიონეტები,” – წერს უილსონი.

უილსონი განცხადებას თან ურთავს ნიკოლას მადუროს გამოსვლის ვიდეორგოლს, რომელშიც ის ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სამაგალითო, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ხალხის 56%-ის ხმის მიღებით”.

მსგავსი თემები