“თუ გიყვარს გაუშვი“- ბორის ჯონსონი პუტინს მოუწოდებს უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე.

„იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპერია, რომელიც შვიდჯერ დიდი იყო, ვიდრე რომის იმპერია. ეს მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი იმპერია იყო. დღეს მისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა, მაგრამ კმაყოფილები ვართ, პოსტიმპერიალისტური როლით“- აღნიშნა ჯონსონმა.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების კონტროლი საჭირო არ არის, „ თუ გიყვარს გაუშვი“.

მსგავსი თემები