აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა „მეგობრების მარში”. მომიტინგეები სკანდირებენ – „საქართველო”, “ჩვენს მეგობრულ სამშობლოს გაუმარჯოს”. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები