საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება.
„საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა და თბილისით არ შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური. ჩემი პირველი გაჩერება სამეგრელოა, სადაც ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად დაუღალავად იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის” – წერს ზურაბიშვილი.