ცუკერბერგი ტრამპს მოუწოდებს ჩაერიოს, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება

კომპანია „მეტას“ აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ჩაერიოს, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ შესრულების გამო.

„ვფიქრობ, შეერთებული შტატების სტრატეგიული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ბევრი ყველაზე ძლიერი კომპანია მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს აშშ-ს სტრატეგიის ნაწილი, ამის დაცვა. ეს არის ერთ-ერთი რამ, რასთან დაკავშირებითაც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით“ – განაცხადა ცუკერბერგმა.

გასული წლის ნოემბერში, „მეტას“ კონგლომერატი, რომელიც მართავს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს და სხვა სოციალურ მედიასა და საკომუნიკაციო პლატფორმებს, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 797 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.

მსგავსი თემები