თბილისის საქალაქო სასამართლს დერეფანში ხმაური და დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლს დერეფანში ხმაური იყო. დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 მოქალაქის სასამართლო პროცესი განახლდა, მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.  დაპირისპირება მოჰყვა მანდატურების მცდელობას, რომ ფოიეში შეკრებილები სასამართლოს შენობიდან გაეყვანათ.

დაკავებულების ახლობლები მანდატურებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ისინი სკანდირებენ – „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“. ასევე, მოსამართლის მისამართით სკანდირებენ: „ხუსკივაძე – მონა“.

„მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი, ზვიად ცეცხლაძის დედა იდგა და ვცდილობდი, რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო ზეწოლა. მანდატურები მოგვაწვნენ, დაიწყეს იდაყვების და ხელების რტყმა”- განაცხადა დაკავებულების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

საპროტესტო აქციების დროს დაკევბული რვა ადამიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მსგავსი თემები