„ტრამპის საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებული იყო“- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

„აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება, რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება. ამ საქმეს საიდანაც არ უნდა შეხედო, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ამ დროს რთულია, არ გაგახსენდეს, როგორ მოსთხოვა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ქართველ მოსამართლეს ჯერ ახსნა-განმარტება, შემდეგ კი ის საელჩოს პროგრამებიდან დაბლოკა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი, ელჩისთვის არმოსაწონი განაჩენის გამო. შეხსენებისთვის, ეს ის განაჩენია, რომელიც გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა და სტრასბურგმა განსახილველადაც კი არ მიიღო, იმდენად აშკარა იყო (ამ შემთხვევაში, ამერიკულისგან განსხვავებით), რომ ქართული მართლმსაჯულება მიკერძოების გარეშე მოქმედებდა”- წერს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები