“უკრაინელებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს.

„ორი ჯარისკაცი, რომლებიც დაჭრილები არიან, გადარჩნენ და ისინი კიევში გადაიყვანეს. ეს ადვილი ამოცანა არ ყოფილა, როგორც წესი რუსეთის ძალები და ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები თავიანთ დაჭრილებს კლავენ, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის ნებისმიერ მტკიცებულება გააქრონ“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, როგორც ყველა სამხედრო ტყვე, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.

მსგავსი თემები