სროლა იყო სოხუმში – გარდაცვლილია სამი ადამიანი

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა  კაფე „ბისკვიტში“ მოხდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

მსგავსი თემები