საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება. მან მოქალქეებს სიტყვით მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიზანი იყო – „დაყავი და იბატონ”.
“რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო – დაყავი და იბატონე – და ყველანაირად ეცადა. ეს სამეგრელოსაც შეეხო, ამიტომ არის რომ დღემდე, ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური, რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს.
არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი წარსული და მომავალი და ვერავინ ვერ წაგვართმევს – ვერც მეგრულ და სვანურ ენებს, ვერც სამეგრელოს და ვერც აფხაზეთს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
“ზუგდიდი არის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან“- სალომე ზურაბიშვილი