პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ხანძრის გამო, მარკლისა და პრინცი ჰარის რამდენიმე მეგობარმა დაკარგა სახლი.
წყვილი თავად სანტა ბარბარას მახლობლად, მონტესიტოში ცხოვრობს. ეს დასახლება ლოს- ანჯელესიდან დაახლოებით 150 კილომეტრითაა დაშორებული.
მეოთხე დღეა, კალიფორნიის შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.