“არ გამოიყენოთ ნაძვის ხეები საჭმელად”- ბელგიაში მოსახლეობას აფრთხილებენ

ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტო მოქალქეებს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ნაძვის ხეები საჭმელად. სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქალაქ გენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნარჩენების მართვისთვის, წიწვების მეორადი გამოყენება და საკვებად მოხმარება შესაძლებელია.

“სკანდინავიაში ამას დიდი ხანია აკეთებენ: ტოტებიდან წიწვის ნემსისებრ მასას კრეფენ, ცოტა ხნით აჩერებენ ადუღებულ წყალში, საწურში ატარებენ და სუფთა ქსოვილზე აშრობენ”, – წერია გენტის ვებგვერდზე. “როგორც კი წიწვები გაშრება, შეგიძლიათ, გემრიელი ჯემი მოამზადოთ პურის ან ტოსტისთვის” – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტოს საპასუხო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაძვის ხეები საკვებ ჯაჭვში გამოყენებისთვის არაა გათვალისწინებული.

მსგავსი თემები