რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

რუსეთის ტამბოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„განახლებული ინფორმაციის თანახმად, შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა“ – აცხადებს ტამბოვის ოლქის გუბერნატორი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები