ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ლოს ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. „ბიბისის“  ინფორმაციით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხრეთით.

მსხვერპლთა ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს ანჯელესი საომარ ველს შეადარა.

მსგავსი თემები