აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დარეგისტრირდა.
კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” სახელითაა ცნობილი, კრძალავს ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად.