აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რთულ მდგომარეობაშია.
„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, „უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს“, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.