ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.

სასამართლო სხდომაზე მყოფები სკანდირებდნენ – „მონებო“, „რუსებო“, „რევოლუცია“.

ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან ხმაურია. მოქალქეები იმყოფებიან სასამართლოს ეზოშიც.

 

 

მსგავსი თემები