უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 27 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.
ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად უკრაინის შვიდ ოლქში კერძო სახლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ავტომობილები დაზიანდა