„საკმარისია რუსეთი” – სლოვაკეთში საპროტესტო გაიმართა

სლოვაკეთის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსულობაში ადანაშაულებენ.

„სლოვაკეთი ევროპაა, ჩვენ რუსეთი არ ვართ“ – განაცხადა „როიტერთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს ეროვნულ დროშებთან ერთად ევროკავშირის დროშებიც ეჭირათ და სკანდირებდნენ: „საკმარისია რუსეთი”. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი განსაკუთრებული გაღიზიანება რამდენიმე კვირის წინ რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია.

 

მსგავსი თემები