სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი დაკავებული შეუძლოდ გახდა

აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების პროცესზე შესვენება გამოცხადდა.  მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უჰაერობის გამო ცუდად გახდა.

მანამდე ხალხის სიმრავლის გამო ადვოკატებმა დარბაზის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე 8 ბრალდებულის პატიმრობის საკითხზე მსჯელობს. მათ, ჯგუფური ძალადობას ედავებიან.

პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები