თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთმა დაკავებუმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა.
“თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ, მინდა იცოდეს ყველამ”- ამ სიტყვებით მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ მიმართა.
მანამდე დაკავებულების ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.