თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არცერთი მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.
კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო სანქციები სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანი ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაა
საპასუხოდ, კირბიმ აღნიშნა: „ეს არ გაკეთებულა იმ მოლოდინით, რომ სანქციები გახდება ვაჭრობის მონეტა, როდესაც უკრაინას მოუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ახლა არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ რომელიმე მხარე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“