უკვე მეოთხე დღეა მეხანძრეები ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. მათ ვერ შეძლეს ერთი კვირის წინ ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრის კონტროლი და ის ახლა კალიფორნიის შტატის ამ ყველაზე დასახლებულ ქალაქში მძვინვარებს. ხანძრის გამო 10 ადამიანი დაიღუპა და ათასობით შენობა, ბიზნესი თუ საცხოვრებელი სახლი სრულებით განადგურდა.
მეხანძრეები დღედაღამ მუშაობას აგრძელებენ. ლოს-ანჯელესის ოფიციალურმა პირებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ხანძარს მეტად გააკონტროლებენ და საგანგებო სამსახურები შეძლებენ დამწვარი შენობების ნანგრევებში შეღწევას.