სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ იმას, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერება.

29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა.

 

მსგავსი თემები